შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონტი შიოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალიბეგლო, კახის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით (გია ანთაძის ჯგუფი) 1991 წელს. 1991-1992წწ. მუშაობდა ახალციხის მესხეთის სახელმწოფო თეატრში; 1992-2000წწ. რუსთავის საბავშვო თეატრში, სადაც ითამაშა თვრამეტზე მეტი როლი; 2000–2002წწ. ჰერეთის (საინგილო) თეატრში, დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 2003 წლიდან ისევ დაუბრუნდა რუსთავის საბავშვო თეატრს; 2008-2011წწ. მუშაობდა კლუბურ თეატრ "ბრავოში" მსახიობად; 2011 წლიდან რუსთავის თეატრის მსახიობია; გადაღებულია ტელეპროქტებში: "27 დრაკონი", "ცხელი ძაღლი", საზოგადოებრივი მაუწყებლობის მხატვრულ დოკუმენტურ ფილმებში: "1937", "დამოუკიდებლობის 1005 დღე", "გააგრძელე საქართველოს ისტორია", "უღმერთონი"; ნანა ჯანელიძის ფილმში: "გალობის რაინდები". თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |