Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჩიხლაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 1949 წელს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში"; 1955 წელს დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1972-1986წწ. იყო ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; კითხულობდა ლექციებს: ავტომატიკის ელექტრომაგნიტური მოწყობილობები, ავტომატიკის საფუძვლები, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ელემენტები; იყო მრავალი დამხმარე სახელმძღვანელოსა და მეთოდური მითითებების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში. დაჯილდოებული იყო მთავრობის ორდენებითა და მედლებით. მის მიერ შექმნილ ავტომატიკისა და ტელემექანიკის ელემენტებისა და მოწყობილობების ლაბორატორიას მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა პროფესორ გივი ჩიხლაძის სახელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.156-157 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |