შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჩხატარაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1937 წელს. 1938-1951წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგოსისტემაში, იყო საქართველოს ენერგოსისტემის ენერგოგასაღების მთავარი ინჟინერი და ელექტროინსპექციის უფროსი; 1951 წელს, რეპრესიების დროს, გადაასახლეს შუა აზიაში; 1953 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და 1955 წლიდან აქტიურად ჩაება ახალი დარგის - კიბერნეტიკის ჩამოყალიბებაში; 1955-1973წწ. მუშაობდა თბილსიის ავტომატიზციის საშუალებათა და ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ განყოფილების გამგის, შემდეგ ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1971 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე პროფესორის თანამდებობაზე. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.158; რეპრესირებულთა ჩანაწერები/შემდგენელი-რედაქტორი ქეთევან ტომარაძე. -თბილისი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2020. -გვ.32
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |