შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევი ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 1952 წელს. 1956-1963წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის სწავლული მდივანი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1963 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უფორის მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის კათედრაზე; 1974-1991წწ. ამავე კათედრის ხელმძღვანელი; 1976-1991წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი სასწავლო დარგში; ბოლო წლებში - კათედრის პროფესორი და კომპანია "ჯეოინჟინირინგის" მთავარი მეცნიერ-კონსულტანტი. მისი მეცნიერული, პედაგოგიური და პრაქტიკული საინჟინრო მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო საინჟინრო გეოლოგია; ამ დარგში იგი 80-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის, ორი სახელმძღვანელოს და ორი მონოგრაფიის ავტორია; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმში. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ეროვნული საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში; მისი საინჟინრო და სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებული იყო როგორც საკვლევ-საძიებო, ასევე თეორიული და მეთოდური საკითხების დამუშავებასთან, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა ტიპის მშენებლობისათვის საჭირო გეოლოგიურ გარემოს, ასევე სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური უზრუნველყოფის პრობლემებს; მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნებულია უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში; თანაავტორია ისეთი ფუნდამენტური გამოცემების, როგორიცაა: სსრკ-ის ჰიდროგეოლოგია, X ტომი, სსრკ-ის საინჟინრო გეოლოგია, VIII ტომი, კავკასია, ყირიმი, კარპატები; ლექსიკონი გეოლოგიასა და გეოეკოლოგიაში და სხვა; მისი უშუალო მონაწილეობით შესრულდა მთელი რიგი საინჟინრო პროექტები, რომლებსაც დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნიათ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.159-160; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.126 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |