The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი წილოსანი

აკაკი წილოსანი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

თბილისის IV კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურის დასრულების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლინიკებში; 2002–2019წწ. კლინიკა "თალიზის" დირექტორი და მთავარი ქირურგი; 2019 წლიდან ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტის დირექტორი და მთავარი ქირურგი; არის სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციის და ორგანიზაციის, მათ შორის ISHRS, AAHRS და GeoPRAS-ის წევრი; ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის (AAAM) პროფესორი. არის 42 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორი თმის გადანერგვის დარგში; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონგრესსა და სიმპოზიუმში. ქირურგი, თმის ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის დოქტორი.

წყარო: ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტი: ka.tsilosani.degeodoc.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თმის აღდგენითი ქირურგიის აზიური ასოციაცია (AAHRS), პრეზიდიუმის წევრი (2012-)
  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება ფელოუ (FISHRS), წევრი (2008-)
  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS), წევრი
  • თმის კვლევის უკრაინული საზოგადოების (UHRS), საპატიო წევრი
  • მსოფლიო FUE ინსტიტუტის (WFI), წევრი
  • პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება, წევრი (2005-)
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GEOPRAS), წევრი

გააზიარე: