The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰასან ფაშა

ჰასან ფაშა
Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Public official, Politician, Military Person

Biography

სულთან აჰმედ III-ის მმართველობის პერიოდში, რომელიც გამოირჩეოდა შედარებით სტაბილურობითა და რეფორმებით, ერაყში დაიწყო ქართველ მამლუქთა (ერაყში მათ ქულეიმანებსაც უწოდებდნენ) აღზევება. ბაღდადში უზენაეს ხელისუფლებას დაეუფლა ჰასან ფაშა (1704-1723), მან შექმნა მამლუქთა პირველ გაერთიანება (კოალიცია). ის და მისი თანამებრძოლები იმორჩილებდნენ აჯანყებულ ტომებსა და ხალხებს, კრეფდნენ მათგან გადასახადებს და ირანელი სეფევიდებისაგან იცავდნენ ქვეყანას. ჰასან ფაშამ თავის ხელში მოაქცია მთელი ერაყის განმგებლობის სადავეები ქურთისტანის ჩათვლით. მე-18 საუკუნეში ქვეყანას ხელმძღვანელობნდნენ მისი თვისტომი, ქართველი ფაშები. სამხრეთ ერაყის მიერთებასთან ერთად, ჰასანის სამბრძანებლოში მოხვდა ტერიტორია, რომელიც ტოლს არ უდებდა ეგვიპტეს ფართობით და მოიცავდა სივრცეს სპარსეთის ყურედან სირიისა და სპარსეთის საზღვრებამდე. ბაღდადის ფაშა იყო ყველაზე გავლენიანი ოსმალეთის იმპერიის ყველა სხვა პროვინციათა მმართველს შორის. მას მთელი შემოსავალი შესდიოდა სხვადასხვა ქვეყნებთან ვაჭრობის შედეგად, რომელთა ცენტრშიც სწორედ მათი სამფლობელო მდებარეობდა. ჰასან ფაშამ ბაღდადში ხელმწიფოს შექმნა ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარის მიხედვით შექმნა. მისი ხელისუფლება და სამხედრო ძლიერება ემყარებოდა ერაყის 40 000-იან არმიას, რომელთაც ემატებოდა რამდენიმე ათასი მოსამსახურე და პაჟი, პირადი მცველები და სხვა პირები, რომლებიც პირადად მის სამსახურში იდგნენ. ბაღდადის ფაშას სასახლის კარს დიდებულებით, სიმდიდრითა და ბრწყინვალებით ბადალი არ ჰყავდა იმპერიაში და მას მხოლოდ სულთნის სასახლის კარი თუ მიედრებოდა. თვით ჰარემიც კი ტოლს არ უდებდა სტამბულის ჰარემს და რაც მთავარია აქ სპეციალურად განისწავლებოდნენ ქართველი პაჟები იმ დროისთვის უმაღლეს ოსმალურ სასწავლებლებში ბაღდადის სამეფისნაცვლოში უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად. ჰასან ფაშამ XVIII საუკუნის დასაწყისში დააფუძნა ქართველ მამლუქთა პირველი დინასტია, რომლის მმართველობის ხანაც 1780 წლამდე გაგრძელდა. ჰასან ფაშას მიერ შქმნილ ელიტურ კორპუსში-"ქართულ გვარდიაში" 2000 მხედარი ირიცხებოდა. წარმოშობით ქართველი.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.188; intermedia.ge


Share: