Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასიფ მეჰმედ ფაშა![]()
Biographyვასიფ მეჰმედ ფაშა წარმოშობით გურიის სოფელ ჩოჩხათიდან იყო, გვარად გუჯაბიძე. დაბდებულია დაახლოებით 1800-1805 წლებში. 1819-1820 წლებში გურიაში ანტირუსული გამოსვლების დროს, 15-20 წლის ასაკში მყოფი ჭაბუკი თავადმა დავით მაჭუტაძემ, ოსმალებს მიყიდა, აღებული ფულით კი იარაღი იყიდა, რომ რუსებს შებრძოლებოდა. ოსმალეთში ტყვედ ჩაყვანილი ქართველი ყმაწვილი, ასევე წარმომავლობით ქართველმა დიდვეზირმა ხუსრევ მეჰმედ-ფაშა (ჩხეიძე-ერისთავი) გამოისყიდა, აღზარდა და ხელი შეუწყო, რომ მაღალი თანამდებობები დაეკავებინა. ვასიფმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და მოქმედ არმიაში დაიწყო სამსახური. ჯერ მაიორი იყო, შემდეგ პოლკოვნიკი და ლივა (სანჯაყი მე-20 საუკუნის ოციან წლებამდე ოსმალეთში (თურქეთში) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, ვილაიეთის ნაწილის მმართველი.) გახდა. 1830 წელს დივიზიის გენერლის (ფაშა) წოდება დაიმსახურა; 1836 წელს ბოსფორის ციხისთავად დაინიშნა; 1839 წელს ვეზირის წოდება მიიღო და ნიშის გამგებლადაც (ვალი) გაამწესეს. შემდეგ იყო სილისტრის (1840), ქოსთენდილის (1842), სალონიკის (1844), ვადინასა და ტრაპიზონის (1850) გამგებელი. 1853 წელს არაბეთის მარშლად დაინიშნა. 1854 წლის ნოემბერში ანატოლიის ჯარების სარდლად გადაიყვანეს. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლებში. 1855 წელს ყარსის დაცვისას რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ მეომარ ქვეყნებს შორის სამშვიდობო კონვენციის დადების შემდეგ გაანთავისუფლეს. 1856 წელს სულთნის გვარდიის, ხოლო 1857 წელს არსენალის მარშალი გახდა. იმავე წლის ოქტომბერში კვლავ დააბრუნეს გვარდიის მარშლის თანამდებობაზე, 1860 წელს ისევ არაბეთის მარშალი გახდა. მოგვიანებით თანხმობის სამხედრო საბჭოში შეიყვანეს. ვასიფ მეჰმედ ფაშა გარდაიცვალა 1865 წელს. წარმოშობით ქართველი. წყარო: intermedia.ge; netgazeti.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |