შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სამხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობით 1999 წელს; ჰანოვერის უნივერსიტეტი ევროპისმცოდნეობის სპეციალობით - 2003 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით - 2016 წელს. 2004-2005წწ. - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, ანალიტიკოსი; 2005-2010წწ. - სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2010-2016წწ. - გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი; 2016-2020წწ. - საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი; 2017 წლიდან - ეროვნული თავდაცვის აკადემია, პროფესორი; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |