The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან გელაძე

ლევან გელაძე
Date of birth:5 December, 1932
Date of death:10 February, 1963  (at 30 years)
Category:Medical Doctor, Poet, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღურტა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელი 1951 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტი 1957 წელს.
მუშაობა დაიწყო ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში; მან პედაგოგიურ სასწავლებელში დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1954 წელს. შემდეგ სისტემატიურად იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. ახალგაზრდა შემოქმედის პირველი ლექსთა კრებული "მაღალი მთიდან" გამოიცა 1957 წელს; მას ეკუთვნის ლექსების კრებულები: "მწვანე აკვანი", "ნაღვერდალი", "მზე მამულში", "ტალღები და თოლიები", პოემა "გუნეშ", რომანი "დღე დღევანდელი"; ძალიან ბევრი ნარკვევი, ჩანახატი, მოგონება და პუბლიცისტური წერილი მისი დროის სახელოვან ადამიანებზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი, როგორც ექიმი მკურნალისა; იგი საკუთარი ინიციატივით, შემოქმედებითი მივლინებით, თვეობით მიდიოდა ზემო აჭარის სასოფლო ამბულატორიებში სამუშაოდ; ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა სოფელ დიდაჭარასა და დიოკნისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში; ლევან გელაძის საგაზეთო სტატიებისა და რადიო გადაცემების ძირითადი თემა ბავშვთა აღზრდას, მათ კვებასა და საყოფაცხოვრებო ჰიგიენას ეხებოდა; მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა ისეთივე წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო, როგორც მწერლობა და სამკურნალო საქმე; ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახლის ფასადზე სადაც ცხოვრობდა ლევან გელაძე, გაკრულია მემორიალური დაფა; ქ. ბათუმში ქუჩას მიენიჭა პოეტისა და ექიმის ლევან გელაძის სახელი; 1963 წლის 10 თებერვალს, ნორჩი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად მიმავალი, ციხისძირში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
 

Member of Organizations

  • საკავშირო მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1959-1963)

Bibliography

  • ერთტომეული : პოეზია, რომანი, პუბლიცისტიკა, მოგონებები, წერილები (Author). - ბათუმი, აჭარა, 2003. - 672გვ.
  • მონატრება : ლექსები (Author). - ბათუმი, აჭარა, 1993. - 124გვ.
  • დღე დღევანდელი : რომანი (Author). - ბათუმი, აჭარა, 1993. - 179გვ.
  • მონატრება : რჩეული (Author). - ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1983. - 70გვ.
  • მზე მამულში : ლექსები და პოემები (Author). - ბათუმი , აჭარა, 1961. - 202გვ.

Share: