შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღურტა, ხულოს რაიონი.
დაამთავრა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელი 1951 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტი 1957 წელს.
მუშაობა დაიწყო ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში; მან პედაგოგიურ სასწავლებელში დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1954 წელს. შემდეგ სისტემატიურად იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. ახალგაზრდა შემოქმედის პირველი ლექსთა კრებული "მაღალი მთიდან" გამოიცა 1957 წელს; მას ეკუთვნის ლექსების კრებულები: "მწვანე აკვანი", "ნაღვერდალი", "მზე მამულში", "ტალღები და თოლიები", პოემა "გუნეშ", რომანი "დღე დღევანდელი"; ძალიან ბევრი ნარკვევი, ჩანახატი, მოგონება და პუბლიცისტური წერილი მისი დროის სახელოვან ადამიანებზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი, როგორც ექიმი მკურნალისა; იგი საკუთარი ინიციატივით, შემოქმედებითი მივლინებით, თვეობით მიდიოდა ზემო აჭარის სასოფლო ამბულატორიებში სამუშაოდ; ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა სოფელ დიდაჭარასა და დიოკნისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში; ლევან გელაძის საგაზეთო სტატიებისა და რადიო გადაცემების ძირითადი თემა ბავშვთა აღზრდას, მათ კვებასა და საყოფაცხოვრებო ჰიგიენას ეხებოდა; მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა ისეთივე წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო, როგორც მწერლობა და სამკურნალო საქმე; ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახლის ფასადზე სადაც ცხოვრობდა ლევან გელაძე, გაკრულია მემორიალური დაფა; ქ. ბათუმში ქუჩას მიენიჭა პოეტისა და ექიმის ლევან გელაძის სახელი; 1963 წლის 10 თებერვალს, ნორჩი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად მიმავალი, ციხისძირში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |