Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ჯორჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კადეტთა ქვეითი სასწავლებელი 1901 წელს. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია; სამხედრო სასწავლებელში ხატვას ასწავლიდა ოსკარ შმერლინგი; 1914 წელს სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიურ საზოგადოებამ თბილისში ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა მოაწყო; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის წლებში იყო თბილისის გრენადერთა პოლკოს პოდპოლკოვნიკი. იბრძოდა ჯერ თურქეთის, შემდეგ გალიციის ფრონტზე. დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. 1918 წელს საქართველოშო დაბრუნდა; 1919-1920წწ. მონაწილეობდა საქართველოს სამხატვრო საზოგადოების გამოფენებში; 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო; ცხოვრობდა პარიზში. 1925 წელს პარიზში მოღვაწე ქართველ მომღერალთა გუნდისთვის შექმნა ძველ ქართული კოსტუმები; 1926 და 1945-1953წწ. იყო დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების ("დამოუკიდებელთა სალონი") წევრი; 1945 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო პარიზში გამართულ რუს მხატვართა და მოქანდაკეთა გამოფენაზე; ჯორჯაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში (1958 წელს შესწირა მხატვრის დამ, მუსიკოსმა თამარ ჯორჯაძემ), თბილისის ისტორიის მუზეუმში ("ქარვასლა") და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი. წყარო: მხატვარი ვასილ ჯორჯაძე / ნინო ოქროსცვარიძე. - თბ., 2010 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |