The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მექვაბიშვილი

ირაკლი მექვაბიშვილი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით 1996 წელს.
1996 წელს იყო კომერციული ბანკ "კრწანისის" სახაზინო დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტი; შემდგომ ბანკირი და ეკონომისტი; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში უფროსი ეკონომისტის პოზიციაზე; 1997 წელს საბანკო აუდიტორის პოზიციაზე იმუშავა მინეაპოლისის (მინესოტის შტატი, აშშ) ფედერალური სარეზერვო ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში; 1998-2004წწ. მუშაობდა სს "გაერთიანებულ ქართული ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის გენერალურ დირექტორად (2003-2004); 2005-2006წწ. მსახურობდა "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" გენერალურ დირექტორად; 2007-2015წწ. ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი ბანკირი კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონში; იყო "თიბისი ლიზინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2008-2012წწ. სომხეთის ბანკ "არმეკონომბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2015-2017წწ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბიზნეს-ლიდერი საქართველოსა და აზერბაიჯანში, მთავარი ბანკირი და ასოცირებული დირექტორი; 2017 წლის 20 სექტემბრიდან საქართველოს გენერალური აუდიტორი (სახელმწიფო აუდიტის სამსახური). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "საბანკო ზედამხედველობის სისტემის სრულყოფის გზები თანამედროვე ეტაპზე".


გააზიარე: