შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩირაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი, სპეციალობა - ნახევარგამტართა და დიელექტრიკების ფიზიკა 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1989 წელს. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაცია - 2005 წელს. 1985 წელს - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; იმავე წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიკროელექტრონიკის კათედრის დარგობრივივი ლაბორატორია, სტაჟიორ-მკვლევარი; 1989-1992წწ. - ფიზიკის კათედრის ლაბორანტი; 1992-1993წწ. - ფიზიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993-1994წწ. - ფიზიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1994-2006წწ. - ფიზიკის კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2013 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ "მოამბის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალ "მოამბის" რედკოლეგიის წევრი. მისი კვლევის თემა: ფოტომექანიკური ეფექტისა და მისი მონათესავე ეფექტების ფიზიკური კანონზომიერებანი და მექანიზმი კოვალენტურ და ნაწილობრივ კოვალენტურ კავშირებიან კრისტალებში. ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.55; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |