Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჩხარტიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით თეორიული ფიზიკა; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით მყარი სხეულების ფიზიკა. 1980-1992წწ. - სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "მიონი", გალიუმის არსენიდის ინტეგრალური სქემების შემსწავლელი ლაბორატორა, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი/ინჟინერი; 1993-1994წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები, მასწავლებელი; 1995-1996წწ. - საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამა, ექსპერტი; 2005-2009წწ. - შპს "იჭსთსუ", ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი, პროფესორი/ასოცირებული პროფესორი; 2008-2009წწ. - "Liquid Light" Incorporation Laboratories, გერასიმოვის კვლევითი ლაბორატორია, მკვლევარი; 2008-2010წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი, ასოცირებული პროფესორი; 1992 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, ასისტენტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი; 2006 წლიდან - სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდენობის ინსტიტუტი, ბორშემცველი და კომპოზიტური მასალების ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ინტერესები: დიელექტრიკებისა და ნახევრადგამტარების (ბორი, გერმანიუმი, სილიციუმი, გალიუმის არსენიდი, ბორის ნიტრიდი) გეომეტრიული და ელექტრონული სტრუქტურები, გადატანის მოვლენები მყარ ნივთიერებებში, იზოტოპური ეფექტები, მაიონებელი რადიაციისაგან დამცავი მასალები, ნანოსისტემების ფიზიკა. 260-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია მსოფლიოს დაახლოებით 20 ქვეყანაში, მათ შორის, საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობების მიერ გამოცემული 7 მონოგრაფიის (თანა)ავტორობა და დაახლოებით 160 სტატია; 5 გამოგონების ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.56; სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; mmi.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |