Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არნოლდ გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1970-2005წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1989-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კათედრის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრჩეველი საგანმანათლებლო დარგში; 2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის – "ეკოლოგიის" პროგრამის ხელმძღვანელი; 1963 წლიდან ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. მოვლილი აქვს დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა; გადაცემა "ბუნების კარს" უძღვებოდა 32 წლის განმავლობაში საქართველოს "პირველი არხის" ტელევიზიით; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იყო რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი; სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა უცხოეთში: მოწვეული პროფესორი (Visiting Professor) ლექცია-სემინარების კურსით: 2000 წელს მონაშის უნივერსიტეტი (მელბურნი, ავსტრალია); წწ. ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი (UNSW) (სიდნეი, ავსტრალია, 2000, 2002-2003); ოკლენდის უნივერსიტეტი (ახალი ზელანდია, 2000); ნაირობის უნივერსიტეტი (კენია, 2000-2003); გრეიფსვალდის უნივერსიტეტი (გერმანია, 2009); მოწვეული მკვლევარი (Visiting Researcher): 2000 წელს კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია, სან-ფრანცისკო, აშშ; 2000 წელს ავსტრალიის მუზეუმი, ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი, სიდნეი; 2000 წელს მეხიკო-სითის აგრონომიული უნივერსიტეტი, მექსიკა; 2000 წელს კიტოს უნივერსიტეტი, ეკვადორი; 2000 წელს დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი, ტანზანიის ეროვნული პარკი, ტანზანია. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1966, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985, სანკტ-პეტერბურგი, ზოოლოგიის ინსტიტუტი). მიღებული აქვს "ბუნების დამცველის" ოქროს მედალი (1985, 1994), კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ დასახელებულ იქნა "წლის საერთაშორისო პიროვნებად", სათანადო დიპლომითა და ღირსების ვერცხლის მედლით (2000-2001). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; kvirispalitra.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.259 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |