The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ხეცურიანი

შოთა ხეცურიანი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 2021  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. 
დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული კულტურების ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიწათმოქმედების ინსტიტუტის ეკონომიკური განყოფილების ასპირანტურა.

1953-1966წწ. მუშაობდა აგრონომად ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა კოლმეურნეობებში; 1966-1971წწ. იყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარის კოლმეურნეობა "საქართველოს" მთავარი ეკონომისტი; 1971 წელს სამუშაოდ მიიწვიეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში; 1991 წლის 29 ნოემბერს კენჭს იყრიდა ოჩამჩირის რაიონის კოჩარის №56 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად; იყო აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის დეპუტატი; გამოქვეყნებული ჰქონდა 15-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და მრავალი სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე;  დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის მოსაპოვებლად 1966 წელს. 

წყარო: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sou.edu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.279

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური მოღვაწეობისათვისა
  • აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: