Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ხუბუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით 1962 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე; 1974-1995წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე პერიოდში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ინსტიტუტსა და ფიზიკის ფაკულტეტზე; 1994 წლიდან - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; მისი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია მრავალ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობასთან; სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ფიზიკური ექსპერიმენტები, დანადგარების შექმნა და ექსპერიმენტალური მონაცემების მიღება და ანალიზი; მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში (ჟენევა, დუბნა, ათენი, რომი და სხვა); საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების ციკლის (2001-2014), "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე" დამაარსებელი და ხელმძღვანელი; კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში; 2012 წლიდან მაღალი ენერგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; პოპულარულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 850-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "5 გევ/c იმპულსის π-მეზონების ნახშირბადის ბირთვებთან კოჰერენტული ურთიერთქმედების შესწავლა", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიონების დაბადებისა და კორელაციების ექსპერიმენტული კვლევა π-C და π-N ურთიერთქმედებებში და Κe3 დაშლების ფორმ-ფაქტორების განსაზღვრა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.63; science.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |