შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ხუბუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით 1962 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე; 1974-1995წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე პერიოდში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ინსტიტუტსა და ფიზიკის ფაკულტეტზე; 1994 წლიდან - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; მისი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია მრავალ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობასთან; სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ფიზიკური ექსპერიმენტები, დანადგარების შექმნა და ექსპერიმენტალური მონაცემების მიღება და ანალიზი; მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში (ჟენევა, დუბნა, ათენი, რომი და სხვა); საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების ციკლის (2001-2014), "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე" დამაარსებელი და ხელმძღვანელი; კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში; 2012 წლიდან მაღალი ენერგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; პოპულარულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 850-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "5 გევ/c იმპულსის π-მეზონების ნახშირბადის ბირთვებთან კოჰერენტული ურთიერთქმედების შესწავლა", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიონების დაბადებისა და კორელაციების ექსპერიმენტული კვლევა π-C და π-N ურთიერთქმედებებში და Κe3 დაშლების ფორმ-ფაქტორების განსაზღვრა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.63; science.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |