The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე ასპირანტურა - 1998 წელს.

1992-1999წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანული ქიმიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 2000-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიისა და საყოფაცხოვრებო მასალების ქიმიის კათედრა, დოცენტი; 1999-2006წწ. - ორგანული ქიმიის კათედრა, დოცენტი; 2007 წელს - ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2007-2011წწ. - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანული ქიმიის კათედრა, პროფესორი; 2011-2012წწ. -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის კონსულტანტი; 2012 წელს -შპს "ბერტას" ტექნოლოგიური დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ორგანულ და მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. კვლევის სფერო: რამოდენიმე პირიდონის რგოლის შემცველი ფლოურესცენსიული საღებრების სინთეზი, თვისებების შესწავლა და გამოყენება დეფექტროსკოპიაში; ეგზოციკლური და ციკლური აზომეთინური საღებრების სინთეზი, თვისებები და გამოყენება; ფოტოანიზოტროპული თვისებების მქონე საღებრების სინთეზი, თვისებების კვლევა და გამოყენება ოპტიკური დამამახსოვრებელ მოწყობილობებში; ახალი აზოსაღებრების სინთეზი ფაზათშორისი კატალიზის პირობებში; ორი ან მეტი აქტიური ცენტრის მქონე ახალი ფაზათშორისი კატალიზატორები; სხვადასხვა კლასის საღებრების მდგრადობის შესწავლა ოზონის ზემოქმედების მიმართ, ოზონის დოზიმეტრია. 38 სმეცნიერო სტატიის, 1 პატენტის, 7 სახელმძღვანელოს, 6 ელექტრონული წიგნის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი აზოსაღებრის არატრადიციული მეთოდით მიღება და მდგრადობის შესწავლა", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აზო, აზომეთინური და პირიდონული ჯგუფის შემცველი ფუნქციური საღებრების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.76; საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია: chemistry.ge; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: