The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ვარაზაშვილი

ვერა ვარაზაშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით 1959 წელს; 1961-1963წწ. სწავლობდა ასპირანტურაში არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში, ფიზიკური ქიმიის განხრით.

არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი. ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და რამდენიმე წიგნის რედაქტორი. კვლევის თემა: იშვიათ მიწა ელემენტების ფეროგრანატების თერმო-დინამიკური თვისებები. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნიკელ-თუთიის ფერიტების მაღალტემპერატურული თბოტევადობა და ენთალპია", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფერო-გრანატების თერმოდინამიკური თვისებები", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.76-77; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იურკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ), წევრი

გააზიარე: