The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მდივანი

დავით მდივანი
Other name:დევიდ მენორი
Date of birth:1902
Date of death:1984  (at 82 years)
Category:Businessmen, Manufacturer

Biography

და–ძმა მდივნების – სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი იყო. მამა – ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა – კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო. 1921 წელს ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. დავით მდივანმა გახმაურებული და სკანდალური ქორწინებების წყალობით მოახერხა, რომ მე-XX საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესის გამუდმებული ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. იგი ამერიკაში ჩავიდა, თავის ძმასთან, სერგისთან ერთად. ისინი ჯერ ნიუ-იორკში გაემგზავრნენ სამუშაოდ, შემდეგ კი ოკლაჰომაში და მუშაობა დაიწყეს ედუარდ დოენის ნავთობის საბადოებში, სადაც დიდძალი ფული იშოვეს. დავით მდივანი დაქორწინებული იყო მსახიობ მეი მიურეიზე, მათ შეეძინათ შვილი კორან დავითი (1926-2018). წყვილი იმდენ ფულს ხარჯავდა, რამდენიც ეს საბანკო ანგარიშებს შეეძლო აეტანა და ნელ-ნელა ფინანსური მარაგები ამოიწურა, ამასთან ერთდ გაჩნდა სერიოზული უთანხმოებებიც. 1933 წელს დავითმა გაღარიბებულ მსახიობთან განქორწინება გადაწყვიტა და ცნობილ ფრანგ მსახიობს არლეტს დაუახლოვდა. 1926 წელს დავით მდივანი დევიდ მენორის სახელით გადაიღეს ჰოლივუდურ ფილმში "პატარა ქალაქის პრინცესა", რომელიც ეკრანებზე 1927 წელს გამოვიდა. 1944 წელს იქორწინა "Sinclair Oil"-ის დამფუძნებელის ჰარი ფორდ სინკლერის ქალიშვილზე ვირჯინია სინკლერზე, მასთან შეეძინა შვილი მაიკლი (1945-1990). 1964 წელს ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია სინკლერ-მდივანი 1979 წელს გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა. დავით მდივანი 1984 წელს, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ. 119


Share: