The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე იოსელიანი

ელენე იოსელიანი
Date of birth:1870
Date of death:1942  (at 72 years)
Burial location: სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, პარიზი
Category:Humanitarian

Biography

პოდპოლკოვნიკ იასონ სოფრომის ძე იოსელიანის და სოფიო იოსების ასულ ფავლენიშვილის ქალიშვილს ელენე იოსელიანს კოტე აფხაზთან ქორწინებაში ჰყავდა ორი შვილი – ნიკოლოზი (დაიბადა 1899 წელს) და ილია (1901). უმცროსი შვილი ილია, სწორედ იმ დროს, როცა მამა-კოტე აფხაზი პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას და საქართველოში არ იმყოფებოდა, 14 წლის ასაკში გარდაცვლილა. რაც შეეხება ნიკოლოზ (ნიკო) აფხაზს, მან 1918 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა კადეტთა კორპუსში და მსახურობდა ქართულ ჯარში. ნიკოლოზ აფხაზი 1921 წლის თებერვალში იბრძოდა ოკუპანტების წინააღმდეგ. აფხაზები თბილისში ბებუთოვის ქუჩაზე ცხოვრობდნენ (დღევანდელი ლადო ასათიანის 46). კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების დროს ელენე აფხაზი სახლში იმყოფებოდა და ქმარ-შვილს გამარჯვებულებს ელოდა, თუმცა მოხდა ისე, რომ დედა-შვილი - ელენე და ნიკო საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდნენ, რაც შეეხება მამას კოტე აფხაზს, ის საქართველოში დარჩა და აგრძელებდა ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ, რაც 1923 წლის მაისში მისი და კიდევ 14 ქართველი გმირის დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრეტით დასრულდა. ამ ტრაგედიამ საფრანგეთში მყოფი კოტე აფხაზის ოჯახი საგონებელში ჩააგდო. ნიკო თავის და დედის გამოსაკვებად ძველ წიგნებს აგროვებდა და სენის ძველმანების ბაზრობაზე ყიდდა. გაჭირვების მიუხედავად, ნიკო აფხაზმა 1926 წელს პარიზში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიიღო დოქტორის ხარისხი. პარიზში ადვოკატად მუშაობდა, როცა გაიცნო მდიდარი ამერიკელი ცოლ-ქმარი, გვარად კელები და მათი შეთავაზებით, ნიკო და ელენე აფხაზები საცხოვრებლად გადავიდნენ მათ შატოში. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ელენე იოსელიანი-აფხაზი აქტიურად იყო ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, კერძოდ, ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდა და უმწეოების მოვლით იყო დაკავებული. 1930–იანი წლების დამლევს ნიკოლოზ აფხაზი ოფიცრის წოდებით შევიდა სამხედრო სამსახურში, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიაში. გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო საფრანგეთის რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდოთი, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენით. ნიკო აფხაზი ერთ–ერთი ოპერაციის დროს ტყვედ ჩავარდა. მარტოდ დარჩენილმა დედამ ელენე იოსელიანმა შვილის ჰანოვერის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეობა ვერ გადაიტანა და 1942 წელს გარდაიცვალა. ელენე აფხაზი დაკრძალეს პარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას (Cimetière Russe de Sainte Geneviève des Bois) სასაფლაოზე. კოტე აფხაზის მეუღლე და ნიკო აფხაზის დედა.
 
წყარო: facebook.com (Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია)

Share: