The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჭაჭიაშვილი

გიორგი ჭაჭიაშვილი
Other name:დოქტორი შაცი (Doktor Schatz)
გოგი ჭაჭიაშვილი
Date of birth:1 August, 1898
Date of death:1943  (at 44 years)
Burial location:ქ. ევპატორია, ყირიმი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, ზესტაფონის რაიონი.

დაწყებითი განათლება იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელობის თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში მიიღო. გიორგი ჭაჭიაშვილი სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტისა და პარიზის ერთ–ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებზე, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა და მუშაობა დაიწყო პარიზის სენ ჟოზეფის სახელობის კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში, პროფესორ ედმონდ პაპენის ხელმძღვანელობით. ამავე კლინიკის უროლოგიურ მასალაზე დაყრდნობით დაიცვა დისერტაცია თემაზე "თირკმლის ფიალებისა და შარდსაწვეთის დვრილების სიმსივნეები", რომელიც 1935 წელს მონოგრაფიად გამოსცა და მიუძღვნა თავის პირველ მასწავლებელს საქართველოში – პროფესორ ალექსანდრე ნათიშვილს. გიორგი ჭაჭიაშვილი სტუდენტობის პერიოდიდან იდგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1920 წელს, როდესაც სომხეთის ჯარებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახეს და მესხეთის ნაწილის ოკუპირება მოახდინეს, მან მონაწილეობა მიიღო ამ ბრძოლებში. აგრეთვე, თურქების წინააღმდეგ ასპინძასთან გამართულ ბრძოლებშიც, რომელიც ქართული ჯარის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. გიორგი ჭაჭიაშვილმა ლეიტენანტის სამხედრო წოდება დაიმსახურა. 1921 წლის თებერვალში იგი სხვა სტუდენტებთან ერთად ტაბახმელასთან იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ქართველების დამარცხების შემდეგ იმალებოდა, მაგრამ დაპატიმრებას მაინც ვერ ასცდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული იყო სამშობლოდან გახიზნულიყო. არალეგალურად გადაკვეთა თურქეთის საზღვარი და საბოლოოდ პარიზში დამკვიდრდა.  II მსოფლიო ომის დროს გიორგი ჭაჭიაშვილი გაწევრიანდა ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფ "ბერგმანში". "ბერგმანში" გაერთიანებული ქართველები უცხო დროშის ქვეშ მხოლოდ იმ მიზნით იბრძოდნენ, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობა დაებრუნებინათ. ჯარში გიორგი ჭაჭიაშვილის პირობითი გვარი იყო "შაცი". იგი სანიტარული სამსახურის უფროსად მუშაობდა. ყირიმის ფრონტზე ქალაქ ევპატორიასთან ერთ–ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილის გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. იგი იქვე დაუკრძალავთ, თუმცა მოუხერხებიათ და ხის ჯვარის ნაცვლად ქვის ობელისკი დაუდგამთ, რომელზეც ლათინური ასოებით ეწერა "დოქტორი შაცი" ("Doktor Schatz"). სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდა მისი შვილი ლევან ჭაჭიაშვილიც – უმაღლესი კატეგორიის ქირურგი და ტრავმატოლოგი, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი.

წყარო: მას რომ სამშობლო უყვარდა... : ექიმი გიორგი ჭაჭიაშვილი / ბაადურ რაჭველიშვილი.-თბ.,2006.- 32გვ.


Share: