The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე მუხრანბატონი

ოფიციალური სახელი:ივანე მუხრანბატონი
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1755
გარდაცვ. თარიღი:1801  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, ქართლ-კახეთის სამეფო პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ერეკლე II-ის სიძე (მეფის ასულის ქეთევანის მეუღლე); იოანე მუხრანბატონმა, როგორც ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, 1783 წლის 24 ივლისს გარსევან ჭავჭავაძესთან ერთად გეორგიევსკში ხელი მოაწერა რუსეთის მფარველობაში შესვლის ტრაქტატს; 1784 წლიდან იოანე მუხრანბატონი იყო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სახლთუხუცესი; 1784–1795 წლებში ერევნის სახანოს (ქართლ-კახეთის სამეფოს ვასალის) მოურავი ("ღუბერნატორი"). 1786 წელს ჩააქრო აჯანყება ნახჭევანში; 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში მეთაურობდა ქართლ-კახეთის ლაშქრის ერთ ნაწილს. კონსტანტინე III მუხრანბატონის და ბარბარე ერისთავ-ბაგრატიონის შვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.- თბ., 1984. - გვ. 231


გააზიარე: