The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი სალაძე

ნელი სალაძე
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 1962), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). 1971 წლიდან დაიწყო მუშაობა მწვრთნელად; 1976–1993წწ. იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1977–1982წწ. სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი; მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა 1979 წელს. ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001) და იაპონიის (1992, 1996, 2000, 2002) კლუბების სპორტსმენებს; მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი; შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში; სპორტის სახეობა: სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში.

წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.159

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2024 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა -განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1979 - წლის საუკეთესო მწვრთნელი
  • სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: