Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბენედიქტე ქიოტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მარელისი, შორაპნის მაზრა. დაიბადა XVIII საუკუნის II ნახევარში. ბერად აღკვეცამდე სოფლის მღვდელი იყო. ცოლისა და ორი შვილის გარაცვალების შემდეგ იერუსალემში წასვლა გადაწყვიტა. იერუსალემის პატრიარქის ნებართვით ოთხი წელი იმსახურა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც წირვა-ლოცვას ქართულად აღავლენდა. შემდეგ საბერძნეთში, ათონის ივერთა მონასტერში წავიდა, სადაც წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი დიონისოს მონასტერში გადავიდა, სადაც 1821 წელს სხვა ქართველ ბერთან, ილარიონთან (იესე ყანჩაიშვილი) ერთად დიდი სქემით შეიმოსა. 1822 წელს, საბერძნეთის აჯანების გამო თურქულმა რაზმებმა ათონის მთაზე მონასტრების რბევა და განადგურება დაიწყეს. ამ დროს მოხდა მამა ბენედიქტესა და თურქი ფაშას (წარმოშობით ქართველი, გვარად ჭყონია) შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრის წყალობით თურქებმა მონასტრების დარბევა შეაჩერს. ფაშა დიონისოს მონასტერში გადავიდა, ივერთა მონასტერი კი მამა ბენედიქტეს გამგებლობაში დატოვა, საკუთრივ მას ჩააბარა ღვთისმშობლის კარის ეკლესიაც, სადაც მამა ბენედიქტემ მოღვაწეობა ისევ დაიწყო. ბერძნები თურქების შიშით ღვთისმსახურებას ვერ ბედავდნენ, ამიტომ ღირსი მამა ლოცვებს ბერძნულად აღავლენდა, ხოლო ლიტურგიას და ყოველ წესს ქართულად აღასრულებდა. ავსტრიაში დაცული 1160 წელს დავით გარეჯში გადაწერილი ხელნაწერის ერთი მინაწერიდან ჩანს, რომ ბენედიქტე 1813 წლის დეკემბერს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა. იქვე შესდგომია ქართული ხელნაწერების აღდგენა-განახლების საქმეს. 1813-1814 წლებში მას სწორედ ეს ხელნაწერი განუახლებია. წმინდა მიწაზე ბენედიქტე რამდენიმე წელი დარჩა. მას მინაწერები დაურთავს კიდევ ხუთი ხელნაწერისთვის: "პარაკლიტონი" (1814), "მამათა ცხოვრება"(1814) და წმინდა იოანე სინელის "კლემაქსის" ორი სხვადასხვა ნუსხა (1814); "სამოციქულოს თარგმანები" (1815). დაახლოებით იმავე დროს უთარიღო კოლოფონები უნდა დაერთო ჯვრის მონასტრის კიდევ სამი ხელნაწერისთვის: "სამოციქულო", "ფსალმუნთა თარგმანება" და "მამათა სწავლანი" (XII-XIII საუკუნეები). "კლემაქსისა" და "ფსალმუნთა თარგმანების" მინაწერებში ბენედიქტე საკუთარ თავს მაღრაძე-ქიოტიშვილად ან მაღრაძედ მოიხსენიებს. 1834 წელს მამა ბენედიქტესთან მორჩილად იდგა წმინდა გაბრიელ ქიქოძის ძმა - ვასილ ქიქოძე. მამა ბენედიქტეს ერთ წიგნზე წაუწერია: "ანდერძად მოგვიხსენებდეთ ჩვენ წარსულთა თქვენ მომავალნი, რათა თქვენცა მოგიხსენოსთ უფალმან სასუფეველსა თვისსა აწ და საუკუნოდ, ამინ". XIX საუკუნის ქართველი ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ღირსეული მღვდელ-მონაზონი. საეკლესიო მოღვაწე, სქემმღვდელმონაზონი. წყარო: მედია ჰოლდინგი: reportiori.ge; orthodoxy.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |