The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაბო დადიანი

ბაბო დადიანი
ოფიციალური სახელი:ბარბალე დადიანი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1999  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი 1920 წელს.

1921 წელს ცოლად გაჰყვა ჭიათურის მარგანეცის საბადოების თანამფლობელს, ალესანდრე (ალიოშა) მასხარაშვილს; 1932 წელს შვილებთან ერთად გადაასახლეს სარატოვში; 1937 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1938 წელს დახვრიტეს ბაბოს მეუღლე, ალექსანდრე მასხარაშვილი; 1951-1954წწ. შვილებთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, ყაზახეთში; 1955 წელს მუშობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში. ნიკოლოზ (კოკი) დადიანის შვილი, მიხეილ (ბუჭუ) დადიანის და.

წყარო: რეპრესირებულთა ჩანაწერები/შემდგენელი-რედაქტორი ქეთევან ტომარაძე. -თბ.,2020.-გვ.18; მოგონებათა დღიური / ბაბო დადიანი.-თბ.,2008.-113გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: