Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი უჩანეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2007 წელს მოთხრობებით "ქრონიკა" და "გოდო", რომლებიც "ჩვენი მწერლობის" მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა; კიდევ რამდენიმე მოთხრობას მოყვა პიესა "ველბის ცხოვრება", რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა; არანაკლები მოწონება ხვდა წილად მის პიესას "არჩი და ქეთ"; გამოქვეყნებული აქვს ორი რომანი — ცნობიერების ნაკადის ხერხის გამოყენებით შექმნილი "In Homo" (2012) და დისტოპია — "კოშკი" (2013), ასევე უილიამ გოლდინგის მის მიერ თარგმნილი რომანი "შპილი" (2013); შესრულებული აქვს ისააკ ნიუტონის, ჯონ რემსბერგის, ბერტრან რასელის, მარკ ტვენის, ჰაროლდ პინტერის, დიმიტრი მერეჟკოვსკის, ლევ ტოლსტოისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები; სხვადასხვა დროს მოთხრობები და პიესები გამოქვეყნებულია ჟურნალებში "ჩვენი მწერლობა" და "ლიტერატურული პალიტრა"; მისი პიესები და მოთხრობები თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე; 2016 წელს რუსულ ენაზე ცალკე წიგნად გამოიცა რომანი "In Homo"; პიესა "არჩი და ქეთ" გახდა Badenweiler-ის 2016 წლის საერთაშორისო დრამატურგიული კონკურსის ვერცხლის პრიზიორი; ესსეები ქვეყნდება ბლოგზე; ესეისტი. წყარო: ka.shops-com.pp.ua; peoplepill.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |