The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არტემ კალანდია

არტემ კალანდია
Date of birth:17 December, 1910
Date of death:1991  (at 80 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი თბილისში 1932 წელს; საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1938 წელს.

1939 წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად და შემდგომში იყო ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქიმიის დარგში; 1954-1972წწ. ჯანმრთელობის სამინისტროს სანიტარული-ქიმიის ლაბორატორიაში რადიო-ქიმიური განყოფილების გამგედ; 1972-1975წწ. იყო მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დეკანი; ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემდეგ 1975 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა რადიოქიმიურ პრობლემურ ლაბორატორიას; პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში დაწერა სადოქტორო დისერტაცია რომელიც არ დაუცავს და ჩააბარა ინსტიტუტის ბიბლიოთეკას როგორც სახელმძღვანელო; ამის შემდეგ მას მიენიჭა პროფესორის წოდება; ის მუშაობდა ატომური ენერგიის და რადიაქტიული იზოტოპების სამშვიდობო მიზნების გამოყენებებისთვის, ამ დარგში მომუშავეთათვის გამოსცა წიგნი "რადიოქიმიისა და დოზიმეტრიის საფუძვლები", რომლის პირველი გამოცემა 1964 წელს გამოვიდა; მის კვლევებში დიდი ადგილი ეკავა ატომბირთვული ენერგიის და რადიაქტიული იზოტოპების გამოყენების პირობებში რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური გაჭუჭყიანებისაგან წყლისა და ჰაერის დაცვის პრობლემების შესწავლას; მან შეიმუშავა ფერადი მეტალურგიისა და ქიმიური ბოჭკოების წარმოების შედეგად გამოყოფილ აირებში ტოქსიკური ნივთიერებების შთანთქმისთვის ადსორბენტის მიღების მეთოდი, რომელიც იცავს ატმისფერულ ჰაერს მავნე აირებით გაჭუჭყიანებისაგან; არტემ კალანდია ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური ინტიტუტის რადიოქიმიური კვლევის პრობლემურ ლაბორატორიას; იყო 80 მეცნიერული ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს, ოთხი დამხმარე სახელმძღვანელოს და ოთხი მონოგრაფიის ავტორი.

Bibliography


Share: