შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1973–1982წწ. იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის აბაშის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; ამ თანამდებობაზე განახორციელა ე. წ. "აბაშის ექსპირემენტი", რომელიც ითვალისწინებდა საბაზრო ეკონომიკის ელემენტების დანერგვას საბჭოთა მეურნეობაში; 1982–1991წწ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს სსრ აგრო-სამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1992–1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში; 1995 წლამდე ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის უახლოეს თანაგუნდელად; 1990-2000წწ. აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას რუსეთში და ევროპის ქვეყნებში; 1992 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა მოსკოვში. საბჭოთა პარტიული და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი: reportiori.ge; baza.vgd.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |