| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა – ბიოქიმია, 1979 წელს. 1979-1991წწ. - კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის ჰემატოლოგიის ლაბორატორია, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან - კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2007 წლიდან - სამედიცინო ინსტიტუტ "ჰიპოკრატე"-ს ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის "ლაბორატორიული მედიცინა", ლოკალური ხელმძღვანელი. სისტემატიურად მონაწილეობს სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. კვლევის თემა: ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური გამოკვლევების დიაგნოსტიკური ინფორმატიულობა და კორელაცია საძილე არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანებისას. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.94; სამედიცინო პორტალი VIPMED: vipmed.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

