Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჭიკაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დიპლომატიის სპეციალობით 2007 წელს. 2008-2009წწ. მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში; 2009 წელს დაინიშნა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად; 2010-2011წწ. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი; 2011-2012წწ. მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 2012-2013წწ. იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2013 წლის მარტიდან ნოემბრამდე იკავებდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას; 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. პოლიციის პოლკოვნიკი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |