Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. გიორგი ჭავჭავაძის მამა, ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი, ხოლო დედა დედოფლის ფრეილინა მარია პავლეს ასული როძიანკო. ალექსანდრე ჭავჭავაძე და მარია როძიანკო 1897 წელს პეტერბურგში დაქორწინდნენ და იქვე შეეძინათ გიორგი. მის გარდა ჰყავდათ ორი შვილი პავლე და მარინა. მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ. მოგვიანებით მარია როძიანკო თავად ტრუბეცკოის გაჰყვა ცოლად და შვილებით ინგლისში გადასახლდა. ალექსანდრე კი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. გიორგი ჭავჭავაძემ ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო. ექვსი წლის ასაკიდან სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ სწავლა ლონდონში განაგრძო. 1927 წელს ლონდონშივე ჩატარდა მისი პირველი კონცერტი. დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა და დასაბამი მისცა მის საკონცერტო ტურნეებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1931 წელს გიორგი ჭავჭავაძე სოლო კონცერტით გამოვიდა პარიზის Gaveau-ს დარბაზში. საგაზეთო სტატიებში გიორგი ჭაჭავაძეს ვირტუოზად მოიხსენიებდნენ. II მსოფლიო ომის დროს იგი მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს "წითელი ჯვრის" სასარგებლოდ აშშ–სა და კანადაში. ატარებდა კერძო გაკვეთილებს, ასწავლიდა უსასყიდლოდ. როგორც სოლისტი გამოდიოდა Colonne-ის (1947) და ფრანგული კონსერვატორიის ორკესრტთან (1949) ერთად. დაწერა მუსიკა ბალეტისათვის "პერი" (იყო მარკიზ დეკუევასის საბალეტო რეპერტუარში). 1962 წელს, 57 წლის ასაკში მეუღლესთან ერთად დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში საფრანგეთის ალპებში. ბელეტრისტ პავლე ჭავჭავაძის ძმა. პიანისტი, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.179
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |