Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარია მერიკო![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. მარია მერიკოს მამა, სოციალ–დემოკრატი ვანო ალიხანიშვილი 1921 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1923 წლამდე ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, 1923 წელს კი მთელი ოჯახი გადავიდა პარიზში. ვანო ალიხანიშვილი 1926 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1937 წლამდე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, ამავე დროს წერდა ისტორიულ თხზულებას საქართველო–სპარსეთის ურთიერთობაზე. იგი 1937 წელს დახვრიტეს. მარიამმა საფრანგეთში განაგრძო სწავლა და დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ შევიდა გომონ–პალასის კლასიკური ცეკვის სკოლაში, მაგრამ სუსტი აღნაგობის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სასწავლებელი. 1941 წელს იგი ჩაირიცხა პარიზის ხელოვნების აკადემიაში, ქანდაკების განყოფილებაზე, სუსტი აღნაგობის გამო აქაც ვერ შეძლო სწავლის დასრულება. 1945 წლიდან იწყება მარია მერიკოს თეატრალური მოღვაწეობა. 1946 წელს მას პირველი აღტაცებული რეცენზიები უძღვნა პარიზულმა კრიტიკამ. მას შემდეგ პარიზისა და სხვა ქალაქების თეატრებსა და ფესტივალებზე გრძელდებოდა მარია მერიკოს წარმატებული გამოსვლები კლასიკურ და თანამედროვე პიესათა დადგმებში: "ოიდიპოს მეფე", "ბერნარდა ალბას სახლი", "კორიოლანოს", "ფედრა" და სხვ. ალექსანდრე დიუმას რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში "გრაფინია დე მონსორო" შესანიშნავად შეასრულა ეკატერინე მედიჩის როლი. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია მის მიერ ნათამაშევი როლები: ალბერტინა (საშა გიტრის "მკვლელები და ქურდები"), ქალბატონი ჟორჟი (ანდრე იუნებელის "პარიზის საიდუმლოებანი"), ქალბატონი ფლორინდი (ფილიპ დე ბროკას "გამოუსწორებელი"), ქალბატონი პაკო (ანატოლი ლიტვაკის "მანდილოსანი მანქანაზე სათვალეებითა და თოფით"), მადემუაზელ ვინევა (პატრის ამბარდის "მიჰყევით ამ თვითმფრინავს"), კატრინი (კრისტინა კომენჩინის "პირადი ცხოვრების გასართობებში") და სხვ. გარდაიცვალა სიმსივნით ვილფრაჟის ჰოსპიტალში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.110; notrecinema.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |