შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურად გარუჩავა![]()
ბიოგრაფიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1981-2005წწ. - საქართველოს ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის ორგანული და ბიოქიმიის კათედრა (უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი); 2005-2018წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კვლევის თემა: ფენოქსიძმარმჟავას წარმოებული ჰერბიციდების ბიოტრანსფორმაცია აგრობიოცენოზში. ბიოქიმიისა და ფუნქციური კვების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.97; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: sportuni.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |