The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატო დარჩია

ნატო დარჩია
Date of birth:16 July, 1968  (56 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1995 წელს.

1994-1995წწ. - ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2000წწ. - სამედიცინო უნივერსიტეტი "საქართველო", ლექტორი; 1995-2002წწ. - ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2004წწ. - აშშ, კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისი, ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ძილის ლაბორატორია (UCDavis), პოსტ-დოქტორანტი; 2004-2010წწ. - ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009-2010წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მკვლევარი; 2010-2013წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - სრული პროფესორი. 2001 წელს გავლილი აქვს 5-თვიანი სტაჟირება საფრანგეთში (გი დე შოლიაკის ჰოსპიტალი, მონპელიე, საფრანგეთი); მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აქვს კალიფორნიის უნივერსიტეტსა და ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან. ძირითადი კვლევითი საკითხები: ძილ-ღვიძილის ციკლის ბაზისური მექანიზმები, ძილი და ასაკი, ძილის დარღვევები; მიღებული აქვს სამეცნიერო ჯილდოები და სამეცნიერო გრანტები; 2017 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  სტიპენდიატად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2009 წლიდან. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.101; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის ძილის კვლევის საზოგადოება (SRS), წევრი
  • ევროპის ნეირომეცნიერებათა საზოგადოებების ფედერაცია (FENS), წევრი
  • ევროპის ძილის კვლევის საზოგადოება (ESRS), წევრი
  • ნეირომეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება (SfN), წევრი
  • საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება
  • საქართველოს ძილ-ღვიძილის კვლევის ასოციაცია, წევრი
  • ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBRO), წევრი

Share: