შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო დარჩია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1995 წელს. 1994-1995წწ. - ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2000წწ. - სამედიცინო უნივერსიტეტი "საქართველო", ლექტორი; 1995-2002წწ. - ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2004წწ. - აშშ, კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისი, ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ძილის ლაბორატორია (UCDavis), პოსტ-დოქტორანტი; 2004-2010წწ. - ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009-2010წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მკვლევარი; 2010-2013წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - სრული პროფესორი. 2001 წელს გავლილი აქვს 5-თვიანი სტაჟირება საფრანგეთში (გი დე შოლიაკის ჰოსპიტალი, მონპელიე, საფრანგეთი); მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აქვს კალიფორნიის უნივერსიტეტსა და ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან. ძირითადი კვლევითი საკითხები: ძილ-ღვიძილის ციკლის ბაზისური მექანიზმები, ძილი და ასაკი, ძილის დარღვევები; მიღებული აქვს სამეცნიერო ჯილდოები და სამეცნიერო გრანტები; 2017 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2009 წლიდან. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.101; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |