The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო კალანდია

ალეკო კალანდია
Date of birth:14 August, 1962  (62 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

განათლების მიმართულება, დარგი: სასურსათო ტექნოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ანალიზური ქიმია სამეცნიერო ინტერესების სფერო: ფუნქციონალური საკვები პროდუქტის წარმოება; კვლევის ფიზიკო-ქიმიური მეთოდების გამოყენება; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყოფა, იდენტიფიკაცია.

1984 წელს - ცხაკაიას ჩაის ფაბრიკა N2; 1985 წელს - ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიის განყოფილება, ასპირანტურა; 1985-1987წწ. - საბჭოთა არმიის რიგები; 1987-1990წწ. ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიის განყოფილება, ასპირანტი; 1990-1994წწ. - ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1995წწ. - საქართველოს საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი, ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1998წწ. - საქართველოს საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი, ორგანული და მცენარეთა ბიოქიმიის კათედრა, კათედრის გამგე; 1999-2000წწ. - საქართველოს საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტის ზოგად ტექნიკური დისციპლინათა კათედრის გამგე; 2001-2004წწ. - შ.პ.ს. სასურსათო პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოს საგამოცდო ლაბორატორია, ექსპერტი; 2001-2005წწ. - საქართველოს სუბტროპიკული ნედლეულის  შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წელს - ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიისა და ბიოქიმიის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2005-2006წწ. - აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2006 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი; 2010 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ქიმიის დეპარტამენტი პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ფუნქციონალური საკვები პროდუქტის წარმოება; კვლევის ფიზიკო-ქიმიური მეთოდების გამოყენება; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყოფა, იდენტიფიკაცია. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.109; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge


Share: