The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ რატიანი

ჯემალ რატიანი
Date of birth:1940  (85 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა ფოთი, ხობის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 1968 წელს; 1969 წელს ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის (ქ. ნოვოსიბირსკი) ასპირანტურაში, გენეტიკის განხრით.

1976-2000წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი, ხერხემლიან ცხოველთა გენეტიკისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგე; 2006-2011წწ. - აკადემიური სტიპენდიანტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოების ცხოველთ გენეტიკის სექციის თავმჯდომარე; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა ბუნებრივ პოპულაციებში მიმდინარე გენეტიკური და ეკოლოგიური პროცესების ფუნდამენტალური საკითხების შესწავლა; შეიმუშავა ცხოველთა ჰიბრიდიზაციის გენეტიკური საფუძვლები, შეისწავლა ჰეტეროზისის გენეტიკური ბუნება და პრაქტიკული გამოყენების თავისებურებანი, სახეობის მიხედვით ცხოველთა იმუნოგენეტიკური პარამეტრები და ორგანიზმის დონეზე მათი შესაძლო კორელაცია ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე. აღნიშნულ საკითხებზე მას ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 120-მდე ნაშრომი და მრავალი პოპულარული სტატია. მიღებული აქვს სახელმწიფო მედალი მეცნიერების მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.118; ხობის ელექტრონული არქივი: khobi-info.blogspot.com

Bibliography


Share: