შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიგური მოსულიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არაშენდა, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958 წელს აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის მიწვევით ჩაირიცხა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში; 1958-1961წწ. მუშაობდა კარსნის ლაბორატორიაში მარგანეცის მადნის ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის (ნაა) ექსპრეს მეთოდების დამუშავების პრობლემებზე; საქართველოში ბირთვული რეაქტორის ამუშავების შემდეგ საჭირო გახდა ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის ლაბორატორიის შექმნა; მას დაეკისრა ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელობა; ამ მისიას ასრულებდა 1961-1975 წლებში; მის მიერ შესრულებულ გამოკვლევებში ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი; ჩერნობილის ეტიოლოგიის რადიონუკლეიდური ნაკადის შემოჭრა საქართველოში პირველად დაფიქსირებულ იყო მის ლაბორატორიაში 1986 წლის 2 მაისს. ამ დღიდან დაწყებული 2000 წლის ბოლომდე (თოთხმეტი წლის განმავლობაში) მის ლაბორატორიაში სრულდებოდა სისტემატური დაკვირვება სასიცოცხლო გარემოში ჩერნობილის ეტიოლოგიის რადიონულეიდების აკუმულაციისა და მიგრაციის პროცესების შესწავლისთვის; ფიზიკის ინსტიტუტის ბირთვული რეაქტორის დაკონსერვების შემდეგ ლიგური მოსულიშვილმა ნაა-ის ექსპერიმენტები გააგრძელა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტში, კერძოდ, ილია ფრანკის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიაში; 1999–2006წწ. მისმა ლაბორატორიამ შეასრულა მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომლებიც აისახა დუბნის პრეპრინტებსა და საჟურნალო სტატიებში; მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის ორი საავტორო პატენტი გამოგონებაზე წყალმცენარე სპირულინის სელენშემცველი და ქრომშემცველი სამკურნალო პრეპარატების დამზადების ორიგინალური ტექნოლოგიის დამუშავებისა და მათი გამოყენების თვალსაზრისით; საერთაშორისო პროექტები: ლიგური მოსულიშვილის ლაბორატორიის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრში (ISTC) 1999 წელს წარდგენილმა პროექტმა G-348 (ნელი წიბახაშვილი) კალიფორნიის ლოურენს ბერკლის ინსტიტუტის დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა; 2001 წელს, ასევე ISTC–ის ეგიდით, შესრულდა პროექტი G-408, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლიგური მოსულიშვილი, ხოლო კოლაბორატორის როლს ასრულებდა დევიდ გლაზგოვი; ამ პროექტით შესწავლილი იქნა ტოქსიკური და მძიმე მეტალების როლი წყალმცენარე სპირულინას კულტივაციის პროცესში; ამ კვლევის შედეგები იბეჭდებოდა პრესტიჟულ უცხოურ ჟურნალებში; 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა საკანდიდატო დისერტაცია ექსპერიმენტულ ფიზიკაში, 1985 წელს მეცნიერებათა დოქტორის დისერტაცია ნუკლეარულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2018 წლის 17 მაისს აღინიშნა პროფესორ ლიგური მოსულიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |