Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ გიგაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 2006 წელს; 1999-2000წწ. იყო თბილისის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 2003 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ "მთავარი გაზეთი კვირას" და ჟურნალში "კაკადუ"; 2005-2006წწ. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: "თბილისელები", "ფენომენი" და "გზა"; 2006-2009წწ. მუშაობდა ჟურნალში "ანაბეჭდი"; 2006-2012წწ. გაზეთში "ყველა სიახლე"; 2009-2013წწ. რადიოში "პალიტრა" იყო გადაცემის "შუადღე" თანაავტორი ("რეალური და შეუცნობელი რამაზ გიგაურთან ერთად"); მისი შემოქმედება: 2012 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული "ლურჯი რვეული"; 2014 წელს გამოვიდა რამაზ გიგაურის რიგით მეორე წიგნი "წარმატების 365 გასაღები", წიგნი ე.წ. "სელფ-ჰელფის" (თვითგანვითარების) ჟანრს მიეკუთვნება, 2015 წელს წიგნი პალიტრა L-მა გამოსცა ახალი დიზაინით (რეპრინტი: 2016, 2018, 2020 წელს); 2015 წელს გამოიცა რამაზ გიგაურის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი "ჩემი ინდური სასწაული", წიგნი 2013 წელს ავტორის ინდოეთში მოგზაურობას ეხება; 2018 წელს გამოიცა ახალი პოეტური კრებული "მენტალური მისტერია"; 2019 წელს დაიწყო "წარმატების 365 გასაღების" - სამუშაო წიგნის გამოცემა (12 ნაწილად). 2014 წელს პროექტში "NX სპიკერი" მეორე ადგილი და ვერცხლის სერტიფიკატი მიიღო. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.88-89 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |