შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიანა ძიძიგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოლოგ-ქიმიკოსის სპეციალობით 1971 წელს. 1971-1983წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, განვითარების ბიოლოგიის ლაბორატორია, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და განვითარების ბიოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მორფოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2009 წლიდან - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის საფაკულტეტო მნიშვნელობის სტრუქტურული ერთეულის "ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო საგრანტო პროექტების მონაწილე; ჟურნალ "Medical news"-ის ექსპერტი; მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; რეგენერაციის საერთაშორისო ევროპული ასოციაციის კონფერენციის ორგანიზატორი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ციტოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი; კითხულობს სალექციო კურსებს: ციტოლოგია, უჯრედის ბიოლოგია და სხვა; ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი. კვლევის თემა: პარენქიმული ორგანოების ადაპტაციური ზრდის მექანიზმები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.131-132; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; old.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |