Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პლატონ გიგინეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1905 წელს. 1904 წლიდან მუშაობდა ხერსონის ოლქში; 1905 წლის რევოლუციის დღეებში "რევოლუციონერთა მფრინავ რაზმს" ხელმძღვანელობდა და დაჭრილ მეომრებს შუაგულ ომში, ზედ ბარიკადებზე ეხმარებოდა; 1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და პირდაპირ ბათუმში ჩავიდა. მაშინვე დაინიშნა სტაციონარში შტატგარეშე ორგანიზატორად - ახლანდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა; მახინჯაურში, გოროდოკსა და ქობულეთში გახსნა ბავშვთა სახლები; იყო ბათუმის თვითმართველობის წევრი; აქტიურად მონაწილეობდა ჭაობის დაშრობაში და ტიფის საწინააღმდეგო ღონისძიებებში; 1922 წლიდან ხელმძღვანელობდა თერაპიულ განყოფილებას; იყო ტუბერკულოზური, ბავშვთა და ინფექციური განყოფილებების გამგე. მოსახლეობისათვის უფასოდ კითხულობდა საგანმანათლებლო ლექციებს სანიტარულ-პროფილაქტიკურ საკითხებზე, უფასოდ ღებულობდა ავადმყოფებს აჭარის რაიონებში. ცნობილი თერაპევტი. წყარო: გაზეთი ბათუმელები: batumelebi.netgazeti.ge; ახალი ამბების სააგენტო: primetime.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |