Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ხელთუფლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დაიბადა ქუთაისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში; მისი ძმები იყვნენ დავით და პლატონ ხელთუფლიშვილები, დეიდაშვილი - ნიკო ნიკოლაძე. შეისწავლა რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიის საკითხები და რუსულ ენაზე გამოაქვეყნა "საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში" (ჟურნ. "იურიდიჩესკი ვესტნიკ", №7‑8, 1891; წიგნად — ქუთაისი, 1901); ცნობილია მის მიერ დაბეჭდილი კრიტიკული წერილი "რამდენიმე შენიშვნა შესახებ ილ. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივისა" (გაზ. "ივერია", №58, 1888); მონაწილეობდა რუსეთის უნივერსიტეტებში მოსწავლე ქართველი სტუდენტების მიერ 1892-1893 წლებში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის "საქართველოს თავისუფლების ლიგის" საქმიანობაში; მის სახლში ქუთაისში ჩატარდა სტუდენტთა პირველი ყრილობა; 1895 წელს დაპატიმრებული იყო ჟანდარმერიის მიერ; ტუბერკულოზით დაავადებული, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა საპატიმროში "ლიგის" საქმის გამოძიების დამთავრებამდე. სტუდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიის ქართველი მკვლევრები ზურაბ ავალიშვილი და მიხეილ ხელთუფლიშვილი/ლ. ტერლეცკაია დისერტაცია.- გორი, 2019.-გვ.17-22 (openscience.ge); ქართველო მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |