შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილიმონ წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია, შემდეგ სწავლა გააგრძელა სამხედრო-იურიდიულ აკადემიაში. ფილიმონ წერეთელს პეტერბურგში მუშაობის დროს "სტატსკი სოვეტნიკის" თანამდებობა ეკავა; იყო საოლქო სასამართლოს წევრი და ჰქონდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ცოლად შეირთო ტვერის გუბერნიის გავლენიანი მემამულის, თავად ლუჩაკის ქალიშვილი ანა, რომელსაც მამამ მზითვად უბოძა დიდი მამული ტვერის გუბერნიის ქალაქ მლევიჩში. ფილიმონსა და ანას შეეძინათ ხუთი შვილი: ელენე, გრიგოლი, პეტრე, ივანე და ზინობი. ოქტომბრის რევოლუციამდე ფილიმონ წერეთელი ტვერის გენერალ-გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა. გადმოცემის თანახმად, იგი იშვიათი სამართლიანობითა და კაცთმოყვარეობით გამოირჩეოდა, რის გამოც დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა. ფილიმონის პეტერბურგულ დღიურებში კარგად ჩანს, რომ იგი საერო თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ღრმად მორწმუნე და "ღვთის მოშიში" ყოფილა. ფილიმონ წერეთელი საქართველოში ბოლოს 1906 წელს ჩამოვიდა ნათესავების მოსანახულებლად. სტუმრად ეწვია დების ოჯახებს სოფელ დერჩში. კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლის გრიგოლ წერეთლის მამა. წყარო: გრიგოლ წერეთელი და მისი ოჯახი: naec.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |