The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე წერეთელი

ელენე წერეთელი
Other name:ელენე ტურაევა-წერეთელი
Date of birth:1872
Date of death:1935  (at 63 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაამთავრა ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი სასწავლებლის კურსები 1893 წელს.

დაიბადა ფილიმონ წერეთლისა და ანა ლუჩაკის ოჯახში. 1918-1925 წლებში ასწავლიდა ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს სასწავლებელში. ელენე წერეთელი იყო სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი რუსეთის ისტორიის განხრით (რომანოვების დინასტიის ისტორია, დასავლეთ რუსეთის საეკლესიო ისტორია). იგი ცოლად გაჰყვა მსოფლიოში სახელგანთქმულ აღმოსავლეთმცოდნეს, ეგვიპტოლოგს, აკადემიკოს ბორის ტურაევს. გრიგოლ წერეთელმა ლექსიც კი უძღვნა თავისი კოლეგისა და ნათესავის ხსოვნას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ელენე წერეთელი და ბორის ტურაევი პეტერბურგის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ მონასტერში დამკვიდრდნენ და საერო ცხოვრებით აღარ უმოღვაწიათ (იყო უნივერსიტეტის ეკლესიის მეთვალყურე). მათ შვილები არ ჰყოლიათ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ელენე წერეთელი მონაზვნად აღიკვეცა და რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. ფილომონ წერეთლის შვილი და კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლის გრიგოლ წერეთლის და.

წყარო: გრიგოლ წერეთელი და მისი ოჯახი: naec.gebioslovhist.spbu.ru

Bibliography


Share: