The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ გეგენავა

ზურაბ გეგენავა
Date of birth:23 January, 1973  (52 years)
Category:Businessmen, Economist, Public official, Engineer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით 1995 წელს.
1993-1995წწ. იყო საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი "პროგრამა ხსოვნას კოორდინატორი"; 1994-1996წწ. საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალ "მანას" ვიცე-პრეზიდენტი; 1995-1996წწ. მუშაობდა ვიცე-პრემიერის თანაშემწედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში; 1996-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე; 2000-2003წწ. საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის თავმჯდომარის სამდივნოს უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ადმინისტრაციის უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს საზოგადოებრივი ტელე-რადიო მაუწყებლობის ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2006წწ. საქართველოს საზოგადოებრივი ტელე-რადიო მაუწყებლობის სერვის ცენტრის დირექტორი.
2006 წელს დააარსა კომპანია "ინოვატორი" (ყოფილი "ინდენტი"), რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობს, მისი ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუცია, სისტემური ინტეგრაცია, საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურება; 2010 წელს დააარსა ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი (IFIT), რომლის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ხელი შეუწყოს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას; 2009 წელს დააარსა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი", რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე და კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას; 2014 წელს დააარსა სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ფესტივალ "ოქროს თვალის" ფარგლებში გაიმართა. კომპანია "ინოვატორის" გენერალური დირექტორი.


Share: