The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი გირგვლიანი

აკაკი გირგვლიანი
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით გამოყენებითი მათემატიკა, გამოთვლითი ტექნიკის საშუალებათა გამოყენება 1978 წელს.

1978 წლიდან - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი; 1984 წლიდან - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების გამოთვლითი ცენტრი, უფროსი ინჟინერი; 1986 წლიდან - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი, მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტი, ზღვის დინამიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე; 2002 წლიდან  - ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, საინფორმციო სისტემების კათედრის პროფესორი; 2004 წლიდან - ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკის, საინფორმაციო და ავტომატიზაციის სისტემების კათედრის გამგე; 2006 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება, სრული პროფესორი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის კოორდინატორი; 2010 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2011 წლიდან - კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2014 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. კვლევის თემა: შავი ზღვის ჰიდროლოგიური რეჟიმის კლიმატური მდგომარეობისა და მისი სეზონური ცვალებადობის მათემატიკური მოდელირება. სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.143;  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.geსვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.138

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: