ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზურაბ სამადაშვილი
დაბადების თარიღი: | 29 იანვარი, 1955 |
გარდაცვ. თარიღი: | 30 აგვისტო, 2021 (66 წლის ასაკში) |
კატეგორია: | დრამატურგი, მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი 1972 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "ნობათში" 1983 წელს, პროზაული დებიუტი შედგა მოთხრობით "დუბლინელები" 1986 წლის "მნათობის" მე-7 ნომერში; 2010-2012წწ. იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი; მისი პიესებია: "კარს იქით" (1990), "წრე" (1992); "ობლები" (გაქართულებული ვარიანტი მარტინ მაკდონაჰის პიესისა The Lonesome West), ილუსტრატორი ალექსანდრე სლოვინსკი, ჟურნალი "ჩვენი მწერლობა", N6 (110)- N7(111, თბილისი, 2010. - ISSN: 1987-7730; თეატრი: "კარს იქით" (სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1990), "წრე" (სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1992), "ხმაურიანი დღეები" (გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი, 2016), "ობლები" (სოხუმის თეატრი, რეჟისორი გიორგი ქანთარია, 2017); რადიოთეატრი: "ხმაურიანი დღეები" (რეჟისორი ლევან ლორთქიფანიძე, 2002).
წყარო: armuri.georgianforum.com; amp.ka.shops-net.com
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2016 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
რომანისთვის "მოსალოდნელი მოულოდნელობანი"
ბიბლიოგრაფია
- ხატვის გაკვეთილი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, გლოსა, 2015. - 96გვ.. - ISBN: 9789941944697
- ხმაურიანი დღეები : რომანი (ავტორი). - თბილისი, გლოსა, 2015. - 232გვ.. - ISBN: 9789941945564
- სველი აგური : რომანი (ავტორი). - თბილისი, გლოსა, 2015. - 228გვ.. - ISBN: 9789941945557
- შეშლილი სახლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, გლოსა, 2015. - 124გვ.. - ISBN: 9789941945571
- ხმაურიანი დღეები : რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2011. - 248გვ.. - ISBN: 9789941427145
- შეშლილი სახლი : თრილერი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 127გვ.
- წრე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1993. - 224გვ.
- ორის ნახევარი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 70გვ.
|