შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასლანბეი შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიააქტიურად იბრძოდა იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მხარეზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ასლანბეი შარვაშიძე დაუკავშირდა პროთურქულ ელემენტებს, აუჯანყდა მამას, მოკლა და ტახტს დაეუფლა. რეზიდენციად გაიხადა სოხუმი, რომელსაც თურქთა გარნიზონი იცავდა. 1810 წლის ივნისში რუსეთის ჯარებმა იგი ოსმალებთან ერთად სოხუმიდან გააძევეს და მთავრად მისი ძმა გიორგი შარვაშიძე (საფარბეი) დაამტკიცეს. ასლანბეი შარვაშიძე ოსმალეთში გაიქცა. შემდეგში დაბრუნდა აფხაზეთში და საფარბეისა და რუსეთს კვლავ შეებრძოლა. საბოლოო დამარცხების შემდეგ ოსმალეთს შეაფარა თავი, სადაც გარდაიცვალა. აფხაზეთის მთავარი 1808-1810 წლებში, ქეილაშ აჰმედ-ბეგის უფროსი შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.- გვ.688
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |